21.იანვარი .2021 00:45

Colliers : ბათუმში ახალაშენებული ბინების ფასი 6%-ით შემცირდა

Colliers : ბათუმში ახალაშენებული ბინების ფასი 6%-ით შემცირდა
views 317
უკან

2020 წელს ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 6%-ით შემცირდა. ტრანზაქციების რიცხვი ახალ და ძველ საცხოვრებელ პროექტებში კი 29%-ით ნაკლები იყო.

Colliers International Georgia-ს მიერ მომზადებულ კვლევაში „საცხოვრებელი უძრავი ქონების 2020 წლის შეჯამება“ ნათქვამია, რომ ახალაშენებული ბინების რაოდენობა 31%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო ძველ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რიცხვი 19%-ით შემცირდა და 1,161 ერთეული შეადგინა.

ამასთან 2020 წელს ტრანზაქციების რიცხვი ახალაშენებულ ეკონომ, მედიუმ და პრემიუმ ბინებზე 21%, 56% და 23%-ით ნაკლებია.

მონაცემების მიხედვით, ახალაშენებული ბინების ბაზრის ღირებულება 35%-ით შემცირდა და 279 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო ძველი აშენებული ბინების შემთხვევაში 16%-იანი კლება დაფიქსირდა და ბაზრის ღირებულება 51 მილიონი აშშ დოლარი იყო.

2020 წელს ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წინა წელთან შედარებით 6%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე 776 აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ძველ აშენებულ ბინებს, საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 662 აშშ დოლარი შეადგინა.