მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Colliers-ი რუსეთისა და ბელარუსის ბაზარზე ოპერირებას წყვეტს

6231bd1a88dae
ვიქტორია მღებრიშვილი
16.03.22 14:45
939
Colliers-ი რუსეთისა და ბელარუსის ბაზარზე ოპერირებას წყვეტს - ამის შესახებ განცხადებას კომპანია თავად ავრცელებს.

„კოლიერსი“ უკრაინელი ხალხის და მათი დამოუკიდებელი ქვეყნის გვერდით დგას და მკაცრად გმობს რუსეთის უკრაინაში შეჭრას. აღნიშნული ქმედებები სრულიად ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და თავისუფლების პრინციპებს.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებულ სანქციებს და რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის საპასუხოდ, 28-წლიანი ოპერირების შემდეგ, "კოლიერსი" წყვეტს რუსეთსა და ბელორუსიაში მუშაობას.

ამ ეტაპზე "კოლიერსის" პრიორიტეტი თანამშრომლების და კლიენტების უსაფრთხოებაა როგორც უკრაინაში, ასევე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებში. მიმდინარე კრიზისის შედეგად, დაკეტილია ჩვენი ოფისი კიევში და შეჩერებულია ყველა ბიზნეს ოპერაცია. ჩვენ ორიენტირებული ვართ, მხარი დავუჭიროთ დაზარალებულ ოჯახებს და ჩვენს უკრაინელ კოლეგებს, რომლებიც რჩებიან ქვეყანაში და ეძებენ თავშესაფარს“, - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.