მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Colliers International: ფიტნეს სექტორი მნიშვნელოვნად იზარალებს

5f6366b29eaaa
ვიქტორია მღებრიშვილი
17.09.20 19:45
757
“ფიტნეს ოპერატორები დახურულიდან ღია სივრცეში გადაინაცვლებენ?“ - ამ კითხვას Colliers International Georgia-ს უძრავი ქონების მიმოხილვაში სვამს, სადაც პანდემიის შედეგად ფიტნეს ცენტრების მდგომარეობას აანალიზებს.

„ფიტნეს სექტორი მნიშვნელოვნად იზარალებს. თუნდაც მსუბუქი იზოლაციის პერიოდში ფიტნეს დარბაზებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდება ან/და განულდება, რადგან სამედიცინო ორგანიზაციების რეკომენდაციით, მოსახლეობა უნდა ერიდოს ადგილებს, სადაც ჰაერწვეთოვანი გზით ვირუსის გადადების რისკი მაღალია.

სამედიცინო გადაწყვეტამდე კიდევ უფრო გაიზრდება მოთხოვნა საჯარო, ღია რეკრეაციულ სივრცეებზე, ისევე როგორც პარკებსა და ურბანულ ტყეებზე, სადაც მეტად შესაძლებელია დისტანციის დაცვა”, - აღნიშნულია მიმოხილვაში.