სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დაკვეთით, Colliers International Georgia-მ 2018-2019 წლების უძრავი ქონების კვლევა უკვე მეორედ გამოაქვეყნა.
როგორც bm.ge-ის სააგენტოდან აცნობეს, დოკუმენტი უძრავი ქონების ბაზარზე წარმოდგენილი მოთამაშეებისთვის სრული სურათის შექმნას ისახავს მიზნად.
„კვლევები განსაკუთრებით საინტერესო და აქტუალური სწორედ ახლაა, რადგან ბაზრის მიმდინარე რყევების პირობებში გვიწევს პროგნოზის გაკეთება - რა გველოდება მომავალ რამდენიმე წელიწადში.სექტორული კვლევებიდან გამოკვეთილ მნიშვნელოვან მიგნებებს სიცხადე შეაქვს მომავლის შეფასებაში და გვეხმარება იმის პროგნოზირებაში, თუ როდის და რა ნიშნულს შეიძლება დაუბრუნდეს უძრავი ქონების ინდუსტრია პანდემიის დაძლევის შემდეგ”, - ამბობენ „აწარმოე საქართველოში“.
კვლევის ძირითადი მიგნებები შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე www.recov.ge.
სასტუმრო
2019 წელს, თბილისში სასტუმროების ნომრების მიწოდება 23%-ით გაიზარდა და 12,430 ერთეული შეადგინა. ამავდროულად, მაღალი კლასის საერთაშორისო სასტუმროების ბაზრის ზომა შემცირდა, რაც Airbnb-ის ბაზრის მნიშვნელოვანმა ზრდამ დააკომპენსირა. სასტუმროების ბაზრის ძირითად კონკურენტად Airbnb-ის ბინების გაქირავების ნიშა რჩება, რომელმაც 2017 წლიდან მოყოლებული შემოსავლები გაასამმაგა და 2019 წელს 35 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
საცხოვრებელი
2019 წლის მდგომარეობით, 374 საცხოვრებელი პროექტი მშენებლობის პროცესშია, რაც თბილისის საცხოვრებელი ბაზრის მოცულობას 2.6 მილიონი კვ.მ ფართობით - 38,000 ბინით გაზრდის. ახალაშენებული ბინების ტრანზაქციები თბილისში 7.4%-ით შემცირდა, ბათუმში კი 35%-ით გაიზარდა. შედეგად, ბათუმის ბინების საშუალო ღირებულება თბილისისას აღემატება.
საოფისე
2019 წელს, A კლასის ბიზნეს-ცენტრებში ვაკანტურობის მაჩვენებელი 39%-დან 25%-ზე ჩამოვიდა. 2020-ის ბოლოს, მოსალოდნელია საოფისე ბაზრის მოცულობის 26%-იანი ზრდა, რაც, სავარაუდოდ, 2-3 წლიან პერსპექტივაში A კლასის თანამედროვე ბიზნეს-ცენტრების რენტებს შემცირების ტენდენციისკენ წაიყვანს.
კომერციული
2019 წელს, სავაჭრო ცენტრებში გაზრდილი მიწოდების ფონზე, მოიჯარეების მიერ 32,000 კვ.მ კომერციული ფართი იქნა დამატებით ათვისებული. იჯარის საშუალო შეწონილი ღირებულება 1.5%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე თვეში $19 შეადგინა.ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე გახანგრძლივებულმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა ქუჩის სავაჭრო ობიექტებში ვაკანტურობის მაჩვენებლის საგრძნობი ზრდა გამოიწვია. ჯამურად თბილისის ქუჩის რითეილის ვაკანტურობა 6-დან 8%-მდე გაიზარდა.
ინდუსტრიულ-ლოგისტიკური
2018-2019 წლებში თბილისს 31,000 კვ.მ ინდუსტრიულ-ლოგისტიკური სივრცე დაემატა. 2017 წლიდან, მშრალ და სამაცივრე საწყობებში რენტების კლების ტენდენციაა. 2017 წელთან შედარებით, მშრალ და სამაცივრე საწყობებში ვაკანტურობის მაჩვენებელი B კლასში 10%-ით, ხოლო C კლასში 12%-ით შემცირდა.
საკონფერენციო-საგამოფენო
2019 წელს თანამედროვე საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზებში 6,881 შეხვედრა/ღონისძიება გაიმართა, შედეგად თბილისმა 466,997 დელეგატს უმასპინძლა. 2024 წლის ბოლოსთვის, ბათუმის საგამოფენო-საკონფერენციო სივრცეებს 3,903 კვ.მ დაემატება, რაც ჯამურად 3,134 დელეგატს დაიტევს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი