მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Colliers-ის მიმოხილვა: მოსალოდნელია მოიჯარეების რელოკაცია ქუჩის რითეილში

5f6363bb4ad5f
ვიქტორია მღებრიშვილი
18.09.20 10:15
1025
Colliers International Georgia-ს უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის თანახმად, მოიჯარეების მხრიდან მოსალოდნელია, რომ ნაკლებად იქირაონ ახალი ფართები ან შეამცირონ არსებული ფართების ზომა, რაც იჯარის ფასების კლებაზე გავლენას იქონიებს.

ეს კი განპირობებული იქნება იმით, რომ პანდემიის შედეგად მოიმატებს დისტანციურად მუშაობის პრეცენდენტები და მოქნილ მუშაობასა და მოქნილ სამუშაო სივრცეებზე მოთხოვნა გაიზრდება.

„თუ სამედიცინო გადაწყვეტის პოვნის პერიოდი დროულად არ დადგა, მაშინ მოსალოდნელია მოიჯარეების რელოკაციის ტენდენცია ქუჩის რითეილში და სამუშაო სივრცეების დეცენტრალიზაცია საუბნო ქოვორგინგებში“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

Colliers International Georgia-ში თვლიან, რომ მოკლევადიან პერიოდში Co-Working სივრცეები გამოწვევების წინაშე დადგება, თუმცა ეს გამოწვევა გადაწყვეტადია.

„საჭირო გახდება სამუშაო სივრცეების გადალაგება და იზოლირების უზრუნველყოფა, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ინფექციის გავრცელების საფრთხე. მოქნილი საკონტრაქტო პირობები (კონტრაქტის ვადის, ფართისა და ფასის ცვლილება) შესაძლოა გახდეს ქოვორქინგების კონკურენტული უპირატესობა“, - ასეთია კომპანიის რეკომენდაცია Co-Working სივრცეებისთვის.