მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Colliers MMS-ის მხარდაჭერით “ზოდი ჯგუფი” სანედლეულო ბაზას აფართოებს და ექსპორტზე ორიენტირებული ნედლეულის წარმადობას ზრდის

615d44292e66d
ვიქტორია მღებრიშვილი
06.10.21 11:14
2236
“ზოდი ჯგუფისა” და Colliers MMS-ის თანამშრომლობა ერთ წელსა და არაერთ წარმატებულ პროექტს ითვლის.
მოსაპირკეთებელი ქვების მომპოვებელ-გადამამუშავებელი ერთ-ერთი ლიდერი კომპანია „ზოდი ჯგუფი“ Colliers MMS-ის მხარდაჭერით სანედლეულო ბაზას აფართოებს და ექსპორტზე ორიენტირებული ნედლეულის წარმადობას ზრდის.

კომპანია ქართული კირქვის მოპოვებასა და შემდგომში უცხოურ ბაზრებზე ექსპორტს უახლესი ტექნიკური მიდგომით - უნარჩენო ტექნოლოგიით ახორციელებს, რასაც გარემოზე მინიმალური ზემოქმედება ახლავს თან.

კომპანიების თანამშრომლობისა და სამომავლო განვითარების ხედვაზე “ზოდი ჯგუფის” დამფუძნებელი ზაურ გაბაიძე საუბრობს.

“ზოდი” ზრდაზე ორიენტირებული ჯგუფია. ჩვენი მიზანია ადგილობრივი და საერთაშორისო მომხმარებლისთვის ხარისხით გამორჩეული პროდუქციის მიწოდება. იქიდან გამომდინარე, რომ ხარისხი და გამოცდილება ჩვენთვის საკვანძო საკითხებია, ახალი საინვესტიციო პროექტების განვითარება Colliers MMS-თან თანამშრომლობით გადავწყვიტეთ და ერთ წელზე მეტია მათთან ერთად ვახორციელებთ ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებულ ბიზნესს და ვცდილობთ ჩვენი საქმიანობა უფრო მდგრადი გავხადოთ. საქმიანობის ადრეულ ეტაპზე ვაფასებთ რისკებს და Colliers MMS-ისგან ვიღებთ სპეციალიზირებულ - მაღალი ხარისხის მხარდაჭერას, რომელიც საბოლოოდ წარმადობის გაზრდასა და სანედლეულო ბაზის გაფართოებაში აისახება.

ზოდისა და Colliers MMS-ს ხედვები ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ქართული ქვისა და მინერალური რესურსების მდგრად და ოპტიმალურ გამოყენებას. ამ მხრივ ზოდი ერთ-ერთი წამყვანია ქართულ ბაზარზე და უკვე შექმნილი აქვს საკუთარი ნიშა მრავალფეროვანი ასორტიმენტითა და დამუშავების საუკეთესო ტექნოლოგიური ხაზით; კოლიერს MMS-ის გუნდი კი სტრატეგიული კურსითა და მინერალურ რესურსული სექტორის ექსპერტიზით ხელშესახებ წარმატების ისტორიებს ქმნის ბაზარზე არსებული მოთამაშეებისთვბის. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი თანამშრომლობა არაერთ წარმატებულ პროექტს მოიაზრებს, შესაბამისად ის კვლავ გრძელდება ახალი საინვესტიციო პროექტების განვითარების მიზნით”.

(R)