მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Colosseum Marina: ჯავშნები ძალიან მცირეა... დასაწყისისთვის ფასები გავანახევრეთ

5ed6539bda424
ვიქტორია მღებრიშვილი
02.06.20 19:25
1531
"სექტორში დაბნეულობა და გაურკვევლობაა, არ ვიცით, რამდენად იქნება სტუმარი და რას უნდა ველოდოთ" - ამის შესახებ BM.GE-ის ბათუმში მოქმედი სასტუმრო „კოლიზეუმ მარინას“ კომერციული დეპარტამენტის უფროსმა ინგა გეწაძემ განუცხადა.

მისი თქმით, სასტუმრო ამ ეტაპისთვის რეგულაციების შესაბამისად ადაპტირდების პროცესშია და ადგილობრივ შეკვეთებს იღებს.

„სასტუმრო, სავარაუდოდ, 8-დან 15 ივნისამდე გაიხსნება, იმის მიხედვით რამდენად დავაკმაყოფილებთ ყველა მოთხოვნას. ამ პერიოდისთვის ჯავშნები ადგლობრივი ბაზრიდან კეთდება. მოთხოვნა ძალიან ცოტაა და იმედი გვაქვს, უფრო გაიზრდება.  რაც შეეხება უცხოელ ტურისტებს, ორიენტირებული ვართ დსთ-ის ქვეყნებზე. გვაქვს ჯავშნები რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან გვყავს ჯგუფები, მაგრამ რამდენად შეძლებენ ისინი ჩამოსვლას, არ ვიცით. აკეთებენ ჯავშნებს, თუმცა წინასწარ არ ვახდევინებთ, იმიტომ რომ ცვლილებების შემთხვევაში, არ გვინდა დავაზარალოთ“, - ამბობს ინგა გეწაძე.

„კოლიზეუმ მარინას“ კომერციული დეპარტამენტის უფროსის განმარტებითვე, სასტუმრომ მომსახურების ფასი გაანახევრა, თუმცა შემდგომში რა იქნება, არ იციან.

"ჩვენს სექტორში დაბნეულობა და გაურკვევლობაა - არ ვიცით, იქნება თუ არა სტუმარი და რას უნდა ველოდოთ მომავალში.
მოთხოვნის კლებიდან გამომდინარე, ფასები დასაწყისისთვის 50%-ით შევამცირეთ, ხოლო შემდგომ პერიოდში მდგომარეობის მიხედვით შესაძლოა, კიდევ გადავხედოთ. სტუმრებს შევთავაზებთ იდეალურ კვებას, რითიც ძალიან ვამაყობთ. ასევე  დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა ღია და დახურულ აუზებზე და შეძლებისდაგვარად ვეცდებით მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ჩვენს დამსვენებელს“, - აღნიშნა ინგა გეწაძემ.