მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კოტონი”: ბათუმში რუსი და ბელარუსი მომხმარებლის მატება შესამჩნევია

6230b437be1d1
ლიკა გურაბანიძე
15.03.22 21:00
1332
“რუსი და ბელარუსი მომხმარებლების მატებას ბათუმში ვამჩნევთ, თუმცა ამის კონკრეტული მიზეზი არ ვიცით", - ამის შესახებ bm.ge-ს კომპანიის საოპერაციო მენეჯერმა რუსუდან ჯანეზაშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამჟამად შეინიშნება ტენდენცია, რომ ტურისტული სეზონისგან განსხვავებით ისინი ნაკლებ პროდუქციას იძენენ.

“ბოლო სამ კვირაში მომხმარებლების რაოდენობა ბათუმში საშუალოდ 6%-ით სწორედაც, რომ რუსი და ბელარუსი ტურისტების ხარჯზეა გაზრდილი, თუმცა ეს შემოსავლების მატებაზე არ ასახულა, რადგან ისინი ცოტა რაოდენობით ნივთს ყიდულობენ.” - განმარტა ჯანეზაშვილმა.

ცნობისთვის, “კოტონი” საქართველოს მასშტაბით ჯამში 150 ადამიანს ასაქმებს. მისი მაღაზიები თბილისში (შვიდი მაღაზია), ქუთაისში (ერთი მაღაზია) და ბათუმში (ერთი მაღაზია) მდებარეობს.