მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქსელურ მარკეტში პროდუქციის შეტანა ძვირი სიამოვნებაა” - მცირე მეწარმე

628b96142fb05
ანუკა ჯოხაძე
23.05.22 22:41
1374
ქსელურ მარკეტებში არსებულ კაბალურ პირობებზე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები წლებია საუბრობენ. როგორც ისინი აცხადებენ, სუპერმარკეტებში არსებული პირობების გამო, მცირე ბრუნვის მქონე კომპანიისთვის პროდუქციის რეალიზაცია რთულია.

ბოსტნეულის ცუკატების მწარმოებელი კომპანია “კოპეშონის” დამფუძნებელი ეკატერინე ფარულავა აცხადებს, რომ მცირე მეწარმეებს ქსელურ მარკეტებში პროდუქციის შეტანამდე დიდი გზის გავლა უწევთ, რისი ფინანსური რესურსიც არ აქვთ. შესაბამისად, კომპანიების დიდი ნაწილი სარეალიზაციოდ ციფრულ არხებს ირჩევს.

“ქსელურ მარკეტებთან ურთიერთობის ასაწყობად დიდი სამუშაოებს გაწევაა საჭირო. არცერთი ქსელური მარკეტი არ შეგატანინებს პროდუქტს, თუ არ გაქვს მარკირება და არ გაქვს შტრიხკოდი. ეს ყველაფერი ძვირი სიამოვნებაა დღეს მცირე მეწარმისთვის, რომელსაც ჯერ დიდი ბრუნები არ აქვს. მანკიერი წრე იქმნება. ვერ შეგაქვს პროდუქცია ქსელურ მარკეტში იმიტომ, რომ არ გაქვს შესაბამისი ფინანსები მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. დღემდე ეს ჩემთვის გამოწვევაა.” - ამბობს “კოპეშონის” დამფუძნებელი.

ცნობისთვის, კომპანია "კოპეშონი" დაფუძნებულია საქართველოში და აწარმოებს ბოსტნეულის ცუკატებს, შოკოლადით მოჭიქულ ცუკატებს და ბოსტნეულის ნატურალურ ჩირებს. კომპანია ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს.