მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს - საელჩო

62b2ccb6e1f8f
მარიამ ვარადაშვილი
22.06.22 12:06
559

საქართველოში აშშ-ის საელჩო 20 ივნისს რუსთაველზე გამართული აქციის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ აშშ საქართველოს რეფორმების განხორციელებაში დაეხმარება.

“შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და გპირდებით, რომ ვიქნებით თქვენი პარტნიორი აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში”,-წერს საელჩო.

20 ივნისს თბილისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.