მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid-კლინიკებში მომუშავე პერსონალს ხელფასი 50%-ით გაეზრდება

5f7d9064a116e
ვიქტორია მღებრიშვილი
07.10.20 14:00
1622
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მედპერსონალს, რომელიც კოვიდ კლინიბეში მუშაობს, ხელფასი 50%-ით გაეზრდება. ამის შესახებ განცხადება ჯანადაცვის მინისტრმა  ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე დადგენილება დღეს გამოქვეყნდება.

„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, პირველ რიგში, ექიმებისთვის  ანაზღაურების გაზრდის შესახებ, რომლებიც ჩართულნი არიან კოვიდ კლინიკებში.

"დეტალურად მოხდა დათვლა იმ სახელფასო ფონდის და იმ ექიმების, რომლებიც კოვიდ-კლინიკებში მუშაობენ. მოხდა მათი დაყოფა ჯგუფებად და გუნდებად. გავთვალეთ 70 რეანიმაციულ პოსტზე რეანიმატოლოგ-ექიმების, უმცროსი ექიმების და ექთნების სახელფასო ანაზღაურება და ასევე, ინფექიცონისტების, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროცესში და იმ თერაპევტების, რომლებიც ამ პროფილს ფარავენ. დღეს გამოიცემა დადგენილება, რომლის მიხედვით, ყველა ასეთ ექიმს ექნება დამატებით 50%-იანი დანამატი იმ ხელფასზე, რომელიც დღეს აქვთ", - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრს მედპერსონალისთვის ანაზღაურების ზრდის ჯამური ბიუჯეტი არ დაუკონკრეტებია.