მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გადაწყდა, რომ კონტაქტების მოძიების პროცესს გავაძლიერებთ" - ტიკარაძე

5f76dfb5bd6bb
ინგა მურუსიძე
02.10.20 12:06
1184
გადაწყდა, რომ კონტაქტების მოძიების და მათი იზოლაციის პროცესს გავაძლიერებთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დღეს გადაწყდა, რომ მეტად გავაქტიურდებით კონტაქტების მოძიების და მათი იზოლაციის კუთხით. პროცესი დღეს საღამოდან დაიწყება, რაც მეტად უფრო ეფექტურს გახდის ინფექციის გავრცელების შეკავებას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, დღესდღეობით კონტაქტების მოძიებას ახორციელებენ ეპიდემილოგები და მეტად გაძლიერდება ეს ჯგუფი, რის შედეგადაც მოხდება კონტაქტების მოძიება არა უმეტეს 24 საათისა.

„ჩვენი გეგმაა, რომ კონტაქტების მოძიების ეფექტურობაში ჩავრთოთ სხვადასხვა პროგრამები, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიები“, - აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 5 მოქალაქე გარდაიცვალა.