მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლილუაშვილი: კრიზისის პერიოდში სახელმწიფო აქტივების პრივატიზაცია არ არის მთლად მიზანშეწონილი

603a3ed3cce86
ელენე გოგბერაშვილი
27.02.21 16:45
1159
წელს მთავრობა საპრივატიზაციოდ 50 სახელმწიფო საწარმოს გამოტანას გეგმავს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გასულ კვირას პარლამენტში განაცხადა, აქტიური პრივატიზაციის პოლიტიკის ფარგლებში კერძო სექტორს საინტერესო შეთავაზებებს უმზადებენ.

ყოფილი პრემიერის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, დეპუტატი ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ კრიზისის პერიოდში სახელმწიფო აქტივების პრივატიზაცია მთლად მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

„როგორც ეკონომისტს მგონია, რომ კრიზისის პერიოდში სახელმწიფო აქტივების პრივატიზაცია არ არის მთლად მიზანშეწონილი იმიტომ, რომ არ დგება სწორი ფასი ან მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეიძლება მოუწიოს სახელმწიფოს მისი ქონების გასხვისება და ამის ერთ-ერთი ეფექტიანი დაბალანსების წყარო არის სწორედ ის, რომ თითოეულ ასეთ ქონებას აუცილებლად გაყვეს საინვესტიციო ვალდებულება, რომ ეს არ იყოს კერძო სექტორის მხრიდან დაკონსერვებული აქტივი, რომელიც დღეს იაფად შეიძინა, არამედ იყოს ვალდებულებაც, რომ განახორციელოს ინვესტიცია და დაასაქმოს იქ ადამიანები.

საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანი ინვესტიციის ხელშეწყობის ის ხომ არ არის, რომ თანხა შემოვიდეს და რაღაც გაკეთდეს, მთავარია შეიქმნას დასაქმება, იწარმოოს ისეთი პროდუქტები, რომელიც შემდგომ ექსპორტზე იქნება გატანილი“-აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას პარლამენტში ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ისიც თქვა, რომ ინვესტიციის ოდენობასთან ერთად მომავალში ინვესტორებს დასაქმების ვალდებულებაც ექნებათ.

"ყველა ჩვენს ეკონომიკურ პროგრამაში, მათ შორის უცხოური ინვესტიციების წამახალისებელ პროგრამაში, „აწარმოე საქართველოში“ პრივატიზაცია სადაც ხდება საინვესტიციო პირობებით, ყველგან არის წამოწეული ეს საკითხი და მომავალში იქნება დასაქმების ვალდებულება. იმდენად რამდენადაც მეტ სამუშაო ადგილს შექმნის პოტენციური ინვესტორი, იმდენად შეღავათიანი და მხადამჭერი მიდგომა იქნება ჩვენი მხრიდან. პირდაპირ არის ეს ასახული, რომ არამარტო ინვესტიციის ოდენობა, არამედ დასაქმების ოდენობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იქნება ჩვენთვის ინვესტორთან ურთიერთობისას“-განაცხადა ნათია თურნავამ.