მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბევრი მაკრიტიკებს, რატომ არ შემოიტანეთ გრიპის ვაქცინა აპრილშიო” - გამყრელიძის განმარტება

5f8d774c8f42f
ინგა მურუსიძე
19.10.20 16:17
928
მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოების გარკვეული ნაწილის იმ კრიტიკასაც უპასუხა, რომელიც სახელმწიფოს მიერ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შეძენაზე თადარიგის დაჭერას შეეხებოდა.

გამყრელიძე ირწმუნება, რომ უფრო ადრე ვაქცინის შეძენა ფიზიკურად შეუძლებელი იყო, რადგან მას აგვისტოში უშვებენ.

„წელს, დაახლოებით, 300 ათასი დოზა გრიპის ვაქცინა გვექნება, მათ შორის 40 ათასს უკვე თვის ბოლომდე კერძო სექტორი შემოიტანს. ძალიან ბევრი მაკრიტიკებს, რატომ არ შემოიტანეთ გრიპის ვაქცინა აპრილშიო ან რატომ არ დააბევეთ წინასწარო, მინდა ვუპასუხო ყველას - გრიპის ვაქცინა ყოველწლიურად შტამის შემადგენლობიდან გამომდინარე იცვლება. ჯანმო მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში იძლევა რეკომენდაციას, თუ რა შტამის ვაქცინა უნდა დამზადდეს; ამის შემდეგ კი, კომპანიები იწყებენ ვაქცინის დამზადებას, რომელიც აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბრის განმავლობაში გამოდის წარმოებიდან. ჩვენ გრიპის ვაქცინაცია დავიწყეთ ქვეყანაში 2014 წლიდან. პირველ წელს შემოვიტანეთ 5 000 დოზა, მეორე წელს - 10 000 დოზა, მესამე წელს - 15 000 დოზა, 2017 წელს - 20 000 დოზა, 2018 წელს - 40 ათასი და კარგად მახსოვს, რომ მაშინ 2 000 აუთვისებელი დაგვრჩა. გასულ წელს შემოვიტანეთ 135 ათასი დოზა და ნაწილი აუთვისებელი დაგვრჩა, მიუხედავად იმისა, რომ კამპანია გავააქტიურეთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში გრიპის აცრის კულტურა არ არსებობს და იძულებით ვერავინ აიცრება.

„ჩვენ რომ გვქონდეს მაღალი აქტივობა გრიპის აცრაზე, როგორიც არის, მაგალითად, საფრანგეთში, სადაც დღეს რიგი დგას, უნდა ვცრიდეთ, დაახლოებით, მოსახლეობის 60%-ს; აცრის კულტურა არ არის საქართველოში. წელს 300 ათასი ვაქცინა იქნება ქვეყანაში და ვნახოთ, რამდენი აიცრება. დამატებით გვაქვს მოლაპარაკებები, რომ საჭიროების შემთხვევაში, ვაქცინა კიდევ შევიძინოთ“, - განმარტა გამყრელიძემ.