მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცოტა მოსაბეზრებელია, როცა ბიზნესი გვაყვედრის, რომ რაღაცაში იაფს გვახდევინებენ - გიორგი პაპავა

61852054d0bcc
ინგა მურუსიძე
05.11.21 22:18
925
ცოტა მოსაბეზრებელია, როცა ბიზნესი გვაყვედრის, რომ რაღაცაში იაფს გვახდევინებენ, - ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ანალიტიკას ეთერში ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა, გიორგი პაპავამ განაცხადა.

საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ თქვა, რომ ამჟამად საქართველოში ნავთობპროდუქტების ღირებულება იმაზე დაბალია, ვიდრე ამას საერთაშორისო ფასი განსაზღვრავს.

„ცოტა მოსაბეზრებელია, როცა ბიზნესი გვაყვედრის და სოციალური პასუხისმგებლობით გვასაღებს არგაზრდილ ფასებს, ან იმას, რომ რაღაცაში იაფს გვახდევინებენ. პირადად მე და სხვა ბევრიც ალბათ არასოდეს ვთხოვთ ბიზნესს, რომ პროდუქცია თუ ძვირი უჯდება, იაფად მოგვყიდოს და სახელმწიფოს ვაკრიტიკებთ, თუ ბიზნესს ამისკენ მოუწოდებს, ასევე ბიზნესმაც უნდა დაასრულოს ამაზე აპელირება, რომ ბენზინს იაფად ვყიდულობთ, ან დისტრიბუციის ქსელებს რაღაცა თავის თავზე აქვთ აღებული და ა.შ.

ვხედავთ 10%-იან ინფლაციას ქვეყანაში, ვხედავთ გაძვირებულ ფასებს, ამას ვიხდით ჩვენ და არა ისინი. ძალიან გახშირდა ამ ბოლო დროს მოთხოვნები, ბიზნესი დარეგულირებას ითხოვს, ამაში ჩვენ სახელმწიფოს ფული უნდა ვუხადოთ, რომ ის დაარეგულიროს, მერე იმან რომ თავისი კონკურენტი ბიზნესები არ შემოუშვას და ა.შ. ეს ტენდენცია გახშირდა კერძო სექტორის მხრიდან სახელმწიფო ინტერვენციებთან დაკავშირებით. 90%-ის შემთხვევაში, როცა ბიზნესი ითხოვს დარეგულირებას, ეს უნდა მოხდეს სხვა ბიზნესების, ან მომხმარებლების ხარჯზე“, - აღნიშნა პაპავამ.