პანდემიის გავლენით ტურიზმის სექტორში არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამა „იმუშავე საქართველოდან“ 2020 წლის 27 აგვისტოდან ამოქმედდა. „ჩვენ ვახერხებთ ვირუსის მართვის მიღწევები დავაკონვერტიროთ კონკრეტულ შემოსავლებში ტურისტული სექტორისთვის“, - ასე აფასებდა პროგამის ამოქმედების საწყის ეტაპზე მის პოტენციალს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.
რამდენად შეძლო „ინოვაციურმა" პლატფორმამ ტურიზმის ინდუსტრიისთვის შემოსავლების მოზიდვა და როგორია პროგრამის განხოციელების მაჩვენებლები - BM.GE-იმ პროგრამასთან დაკავშირებული კითხვებით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გასული წლის 9 დეკემბერს მიმართა, პასუხები კი, დღეს მიიღო.
უწყების ინფორმაციით, დღემდე პროგრამით საქართველოში 742 პირი ჩამოვიდა, რომელთა მიერ მხოლოდ სასტუმროში დახარჯული თანხა 1.4 მლნ ლარს აღემატება.
„2020 წლის 27 აგვისტოდან 2021 წლის 17 იანვრის ჩათვლით პროექტის ფარგლებში ქვეყანაში ჩამოსული 742 უცხო ქვეყნის მოქალაქე უდრის 5 936 ღამეს საკარანტინე სასტუმროში, რაც საშუალო ღირებულების (70$) გათვალისწინებით 1 413 000 ლარამდე მიღებულ შემოსავალს უდრის. პროექტის ფარგლებში საქართველოში ჩამოსული 742 პირი საშუალოდ 6 თვიან პერიოდში უდრის 9 მლნ-მდე დოლარის პოტენციურ დანახარჯს“, - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოგზავნილ პასუხში.
მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში "იმუშავე საქართველოდან" პროექტში მონაწილეობის მისაღებად ქვეყანაში ჩამოსვლის და დისტანციურად მუშაობის დასაწყებად 90 ქვეყნის 2 190 უცხო ქვეყნის მოქალაქე დარეგისტრირდა, ხოლო მიღებული აპლიკაციებიდან 1 500-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქეს პროგრამაში მონაწილეობის უფლება მიეცა.
ტურიზმის ადმინისტრაციის გათვლებით, დადასტურებული 2 190 რეგისტრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქის აპლიკაცია საშუალოდ 6 თვიან პერიოდში 26 მლნ დოლარის პოტენციურ დანახარჯს უდრის.
აღსანიშნავია, რომ ტოპ ქვეყნებს შორის, საიდანაც უცხოელები საქართველოდან მუშაობის სურვილს გამოთქვამენ არის: აშშ, უკრაინა, ბელორუსი, რუსეთი, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და კანადა. მიღებული აპლიკაციების რაოდენობიდან: 58% თვითდასაქმებულია, 26% სრულ განაკვეთზე მუშაობს, ხოლო 16% მეწარმეა.
შეგახსენებთ: "პროექტი “იმუშავე საქართველოდან” საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პანდემიის პირობებში ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად შეიმუშავა. პროექტის მიზანია, საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი საერთაშორისო ვიზიტორთა მიღება, რომელთა საშუალო დაყოვნების პერიოდი გაუტოლდება 6 თვეს, ხოლო საშუალო ყოველთვიური შემოსავალი 2,000 აშშ დოლარზე მეტი იქნება.
მოცემული ინდიკატორების შესრულებით, ქვეყანა იღებს გრძელვადიან საერთაშორისო ვიზიტორებს, რომლებიც საკუთარ დანაზოგებს ტურისტული, სამომხმარებლო სერვისისა და პროდუქციის მიღების მიზნით დახარჯავენ. პროექტის მონაწილეები საქართველოში, თანმხლებ პირებთან, ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოდიან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა