მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid-19 გრიპის მსგავსად მუტაციას განიცდის და, სავარაუდოდ, სულ იქნება - WHO

6138ba71c5878
ნათია თაქთაქიშვილი
08.09.21 17:41
2604
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, თავდაპირველი მოლოდინი იმის თაობაზე, რომ კორონავირუსის აღმოფხვრა შესაძლებელი იქნებოდა, მცირდება. მათი დასკვნით, გრიპის მსგავსად ვირუსი  აუცრელ მოსახლეობას შორის მუტაციას განიცდის და ის, სავარაუდოდ, სულ დარჩება. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

"მე ვფიქრობ, რომ ეს ვირუსი ჩვენთან დარჩება და ის გრიპის ვირუსების მსგავსად განვითარდება; ის გახდება ერთ-ერთი სხვა ვირუსი, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე," - განაცხადა მაიკ რაიანმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა.

გლობალური ჯანდაცვის სააგენტოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ვაქცინები არ იძლევიან გარანტიას, რომ Covid-19-ის აღმოიფხვრა შესაძლებელი გახდება. ამის შესახებ საკამოდ დიდი ხანია საუბრობენ აშშ-ის წამყვანი ინფექციონისტი დოქტორი ენტონი ფაუჩი და Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი სტეფან ბანსელი. მათი აზრით, მსოფლიოს მოუწევს კორონავირუსთან ერთად სამუდამოდ იცხოვროს.

ამასთან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგნიზაციის წარმოამდგენელი მაიკ რაიანი აღნიშნავს, რომ თუ მსოფლიო დროულად მიიღებდა ზომებს კორონავირუისის გასანადგურებლად, მაშინ სხვაგვარი სურათი იქნებოდა, თუმცა დღეს ამ კუთხით ძალიან რთული მდგომარეობაა.