მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid-19-ის 1000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დღიურად – ეპიდვითარება ისრაელში

5f41776433795
თამთა ჯიჯავაძე
22.08.20 23:55
1532
ისრაელში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1 140 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 10 პაციენტი.

ამჟამად ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 101 856-ს შეადგენს, ხოლო დაღუპულია, ჯამში, 819 პირი.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ისრაელში დაინფიცირების დღიური შემთხვევები საკმაოდ მცირე იყო, თუმცა, ივნისის შუა რიცხვების შემდეგ ინფიცირების მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად იმატა და ივლისიდან დღეში, საშუალოდ, 1000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

შეგახსენებთ, ისრაელი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს მთავრობა ივლისის დასაწყისიდან საზღვრების გახსნას გეგმავდა, თუმცა ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის გამო, ეს გადაწყვეტილება გადავადდა.

გასულ კვირას კი, ისრაელმა საქართველო ე.წ მწვანე ქვეყნების სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან ჩასულ ისრაელის მოქალაქეებს სამშობლოში სავალდებულო კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ.