მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid-19-ის აცრის შედეგად დამდგარ შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელია სახელმწიფო - კანონი მიღებულია

60129fb7c32bf
ინგა მურუსიძე
28.01.21 15:40
1874
პარლამენტმა 70 ხმით 0-ის წინააღმდეგ, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონი სამი მოსმენით მიიღო. საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებისთანავე ის ძალაში შევა.

კანონის თანახმად, პანდემიასთან/ეპიდემიასთან დაკავშირებით ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრისათვის ან მკურნალობისთვის განკუთვნილი ფარმაცევტული პროდუქტის შემოტანისას, როდესაც ფარმაცევტულ პროდუქტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების (SRAs) მხრიდან მინიჭებული აქვს გამოყენების (მათ შორის გადაუდებელი გამოყენების) ავტორიზაცია ან პრეკვალიფიკაცია, ამ ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების შედეგად შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზიანზე პასუხისმგებელია იმპორტიორი, სამედიცინო პერსონალი ან სამედიცინო დაწესებულება თუ ზიანი გამოწვეულია, შესაბამისად იმპორტიორის მიერ დაშვებული შეცდომით, ან სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით, ან პროდუქტის მწარმოებელი, მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

კანონპროექტის ინიციატიროები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები დიმიტრი ხუნდაძე, ვლადიმერ კახაძე, ანტონ ობოლაშვილი, რამინა ბერაძე, ზაზა ლომინაძე, ზაალ მიქელაძე, ირმა ზავრადაშვილი და დავით სერგეენკო და პარლამენტში მის მიღებას არანაირი წინააღმდეგობა არ მოჰყოლია.