მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVID-19-ის ასობით და ათასობით ახალი შემთხვევა – რა ვითარებაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში

5f36bccab604f
ნათია თაქთაქიშვილი
14.08.20 23:00
1294
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 21 მილიონს გადააჭარბა. worldometers-ის მიხედვით 14 აგვისტოს მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზეა აშშ-ი. ამ მონაცემებით ხუთეულში შედიან: ბრაზილია, ინდოეთი, რუსეთი და სამხრეთ აფრიკა.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, კორონავირუსით ყველაზე მეტი ინფიცირებული რუსეთს ჰყავს, სადაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 912,000 აჭარბებს, ხოლო ყველაზე ნაკლები შემთხვევები აზერბიჯანშია გამოვლენილი, სადაც კორონავირუსი ჯამურად 34,018 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო დღე-ღამეში კი რუსეთში COVID-ი 5 065 ადამიანს დაუდასტურდა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსულ ინფექციას 114 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილების საერთო რაოდენობა ქვეყანაში 15 498-ს აღწევს.

რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტი ინფიცირებული თურქეთს ჰყავს, სადაც ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი 246,800-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 22 ადამიანი დაიღუპა, მსხვერპლის საერთო რაოდენობა კი 5 934-ს აღწევს.

ბოლო 24 საათში თურქეთში COVID-19-სგან 968 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კი ქვეყანაში კორონავირუსი 228 057-მა ადამიანმა დაამარცხა.

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 276 ადამიანი დაინფიცირდა, 267 გამოჯანმრთელდა, ხუთი კი გარდაიცვალა.

Worldometers-ის ინფორმაციით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში COVID-19-ით 41 299 ადამიანი დაინფიცირდა, 34 164 გამოჯანმრთელდა, 814 კი გარდაიცვალა.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შედარებით ყველაზე ნაკლები რაოდენობაა გამოვლენილი ინფექციის დაწყებიდან დღემდე, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 103 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო 4 გარდაიცვალა.

14 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 34,018 ადამიანი, გარდაიცვალა 504 ინფიცირებული, ხოლო გამოჯანმრთელდა 31,490 პაციენტი.