31.მაისი .2020 11:36

COVID-19-ის ახალი შემთხვევების წყაროები - 4 ე.წ საბურთალოს კლასტერიდან არის

views 659
უკან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევიდან 18 სოფელ მუშევანიდან არის, 4 - საკარანტინე სივრციდან, 4 კი ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანა არის.

"26 შემთხვევიდან 18 - ბოლნისის რაიონის სოფელი მუშევანია. იცით, რომ ამ სოფელში კვლევა მუდმივად წარმოებს. კვლევის დროს დადასტურებული შემთხვევის დროს პაციენტების იზოლაცია და სტაციონარში მოთავსება ხდება, მაგრამ მათი კონტაქტების კვლევა გრძელდება. კონტაქტების კვლევისთვის საკმარისი არ არის ერთჯერადად მიღებული უარყოფითი პასუხი, აუცილებელია ინკუბაციის პერიოდის დასრულებისას, მეთოთხმეტე დღისთვის კვლავ დაიტესტონ ისინი და ასეთი პაციენტები შემოგვემატნენ, როდესაც ბოლნისის წყაროდან მატებაზეა საუბარი. 10-14 დღის განმავლობაში, ერთ-ორი დღე მომატებული ციფრი გვაქვს და შემდგომში ეს ციფრები ყოველთვის ეცემა. იმედია, ყოველი მეთოთხმეტე დღე ასეთი აღარ გვექნება და მუშევანში შემთხვევები დასრულდება.

დანარჩენი 8 შემთხვევიდან, 4 არის საკარანტინო სივრციდან და 4 - დადასტურებულ შემთხვევასთან ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგად მიღებული.

როგორც იცით, 4 თვის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ იყო "საბურთალოს კლასტერი", მაგრამ ამაზე აქცენტირება არ ხდებოდა. ამიტომ, მე ამაზე აქცენტირებას არ გავაკეთებ. საბურთალოს წყაროდან მოძიებული პაციენტის კონტაქტი არის მხოლოდ 4", - განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა