მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid-19-ის ახალი ტალღა ევროპაში - რა გადაწყვეტილებებს იღებენ ქვეყნები

618fbdb2eb2ff
ვიქტორია მღებრიშვილი
13.11.21 17:38
976
ევროპაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, ნიდერლანდებში ხელისუფლებამ შეზღუდვების გამკაცრების გადაწყვეტილება, მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა 16 000-ს გადააჭარბა.

მოქალაქეები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადიან, ბარ-რესტორნებს კი მუშაობა 19:00 საათამდე აქვთ ნებადართული.

„ეს მძიმე დარტყმაა. რამდენიმე კვირაა, რაც ქვეყანაში ვირუსი შეუჩერებლად ვრცელდება და მან ყველა კატეგორია და ასაკობრივი ჯგუფი მოიცვა“, - განაცხადა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ.

ავსტრიის კანცლერმა ალექსანდრ შალენბერგმა კი ქვეყანაში შესაძლო ლოქდაუნის დაწესების შესახებ განაცხადა, რომელიც აუცრელ და იმ პირებს შეეხებათ, ვისაც კოვიდი არ გადაუტანია. „ჩვენ ისინი უნდა დავიცვათ ვინც სწორად მოიქცა. არ მგონია, რომ მოქალაქეთა უმრავლესობამ აუცრელებთან მიმართებით სოლიდარობა გამოხატავს და მათთან ერთად „ლოქდაუნის“ სიმძიმეს გაიზიარებს“.

Covid-19-ის მეოთხე ტალღა გერმანიასაც შეეხო, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ 2 კვირაში ორმაგდება. ფედერალური მთავრობა ჯერჯერობით ვაქცინაციის სავალდებულოობის შემოღებას, მათ შორის სამედიცინო პერსონალისთვის არ გეგმავს.