26.მაისი .2020 21:17

COVID-19-ის ფონზე, საქართველოში მობილური ინტერნეტის მოხმარებამ პიკს მიაღწია

views 940
უკან

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის მარტში მობილური ინტერნეტის ტრაფიკმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

კომისიის მონაცემებით, თვის განმავლობაში ყველა კატეგორიის მობილური ინტერნეტის ჯამური მოხმარება 13,026 ტერაბაიტი იყო. ეს თებერვალთან შედარებით 24%-ით მეტი, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით კი 124%-ით მეტი იყო.

COVID-19-ის საპასუხოდ გლობალურად სოციალური დისტანცირების შემოღებით, მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა ინტერნეტზე, როგორც შეცვლილ ვითარებაში ადამიანთა მაკავშირებელზე. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მარტში მობილური ინტერნეტის ტრაფიკის ზრდის ტემპიც და მოხმარებული ტერაბაიტებიც პიკურ მაჩვენებლამდე გაზრდილიყო.

GNCC-ის აპრილის თვის მაჩვენებლები ჯერ არ გამოუქვეყნებია. სავარაუდოდ, მობილურ ინტერნეტზე გაზრდილი მოთხოვნის ტენდენცია აპრილშიც გაგრძელდა.

რაც შეეხება კომპანიების მიხედვით, მობილური ინტერნეტის ტრაფიკის განაწილებას. მარტში ამ მხრივ შედეგები ასე განაწილდა:

● მაგთიკომი - 5,899 ტერაბაიტი;
● სილქნეთი - 3,604 ტერაბაიტი;
● ვიონი საქართველო - 3,523 ტერაბაიტი.