მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid-19-ის გამო დაწესებული 3 შეზღუდვა, რომელიც დღეიდან უქმდება

5ec16bbb102f4
თელარა გელანტია
18.05.20 00:00
2757
დღეიდან, კორონავირუსის გამო დაწესებული რამდენიმე შეზღუდვა იხსნება.

თბილისის და რუსთავის შემდეგ, დღეიდან, საკარანტინე ზონა მარნეულშიც მოიხსნება და მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა მიეცემა. შეგახსენებთ, მარნეულის მუნიციპალიტეტი მკაცრ საკარანტინე ზონად 23 მარტს გამოცხადდა.

გარდა ამისა, 18 მაისიდან იხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები. სილამაზის სალონების ფედერაციის ინფორმაციით, ყველა სალონს შეუძლია წინასწარი ნებართვების გარეშე განაახლოს მუშაობა, გარდა მოლებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებული ობიექტებისა.

კიდევ ერთი შეზღუდვა, რომელიც დღეიდან უქმდება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში 3 ადამიანზე მეტის ერთად შეკრებას ეხება, მაგრამ ძალაში შედის 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ აკრძალვა.

არ უქმდება ავტოსატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, როცა მძღოლის გვერდზე არავინ უნდა იჯდეს.