12.მაისი .2020 13:10

Covid-19-ის გამო საქართველოში 10 698 მოქალაქე დაბრუნდა - კიდევ 4 ავიარეისია დაგეგმილი

views 311
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

როგორც bm.ge-ის მთავრობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს, გრძელდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი.

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, სპეციალური რეისების შედეგად, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება;

სამშობლოში უკვე დაბრუნდა 10 698 მოქალაქე, ხოლო 19 965 მოქალაქეს საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე გაუწიეს დახმარება.

ამასთან, უახლოეს დღეებში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება: 15 მაისი - ამსტერდამი-თბილისი; 18 მაისი - ლარნაკა-თბილისი; 20 მაისი - ათენი-თბილისი; 22 მაისი - რომი-თბილისი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა