დღეიდან მადრიდის 850,000-მდე მოქალაქეს სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს. მიზეზი კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევებია. ამის შესახებ ინფორმაციას EeroNews-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, კარანტინის ზონაში მცხოვრებ მოქალაქეებს სახლების დატოვების უფლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ექნებათ. გამონაკლისი სამსახურში გამგზავრების, ექიმთან ვიზიტის ან ბავშვის სკოლაში წაყვანის შემთხვევაში წესდება.
კარანტინის ზონაში მადრიდის მოსახლეობის 13% მოხვდება. შეზღუდვები ქალაქის სხვადასხვა ზონაში ორი კვირა გაგრძელდება. ამასთან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი არ გამოცხადდება.
18 სექტემბერს ესპანეთში 14,000-მე მეტი კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჯამურად ქვეყანაში 659,334 მოქალაქე ინფიცირებული, გარდაიცვალა 30,495 ადამიანი.