მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„Covid-19-ის ინდური შტამი ქვეყანაში დადასტურებული არ არის“ - მინისტრის მოადგილე

60a3af31bcd9a
ვიქტორია მღებრიშვილი
18.05.21 16:40
446
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, დღეისთვის ქვეყანაში Covid-19-ის ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევები დადასტურებული არ არის.

ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ თამარ გაბუნიამ განაცხადა: „ჯერჯერობით ინდური შტამი ქვეყანაში არც ერთ შემთხვევაში დადასტურებული არ არის. რა თქმა უნდა კარანტინი მნიშვნელოვანია და ჩვენ ამას შევინარჩუნებთ. თეორიული რისკი ყველაფრის არსებობს, ამიტომ წესების დაცვა მნიშვნელოვანია, რადგან ეს დიდი რისკია, რამაც ეპიდემიოლოგიური სურათი შეიძლება დაამძიმოს“.