მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVID-19-ის კრიზისის პირობებში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად ბაზისბანკმა EFSE-ისგან 4.2 მლნ ევრო მოიზიდა

5fa4091634da0
BM.GE
05.11.20 18:13
785
ბაზისბანკმა EFSE-სთან (სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ეროპული ფონდი) ხელი მოაწერა ახალ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც 4.2 მილიონო ევროს ოდენობის საკრედიტო რესურსი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას მოხმარდება.

ბანკსა და ფონდს შორის თანამშრომლობა 2019 წელს დაიწყო, როცა ფონდმა ბაზისბანკს ლარში ნომინირებული 10 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო. აღნიშნული რესურსის მიზნობრიობას საცალო კლიენტების დაკრედიტება, კერძოდ, იპოთეკური სესხების გაცემის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

ახალი, 4.2 მილიონი ევროს ოდენობის საკრედიტო ხაზი მცირე და საშუალო ბიზნესს COVID-19-ის კრიზისით გამოწვეულ არამდგრად გარემოსთან გამკლავებაში დაეხმარება. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა ბაზისბანკს საშუალებას აძლევს, საკრედიტო რესურსი მეტად ხელმისაწვდომი გახადოს ქართული ბიზნესისთვის, რაც მცირე და საშუალო კომპანიების ზრდასა და განვითარებას შეუწყობს ხელს. წლიდან წლამდე ბაზისბანკის SME პორტფელი სტაბილურად მზარდია.
(NS)