22.დეკემბერი .2020 12:16

covid 19-ის მართვაში ჩართული ონლაინ კლინიკების რიცხვი 25-დან 65-მდე გაიზარდა - ტიკარაძე

covid 19-ის მართვაში ჩართული ონლაინ კლინიკების რიცხვი 25-დან 65-მდე გაიზარდა - ტიკარაძე
views 127
უკან

პარლამენტში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ. კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე მთავრობის მომავალი წევრები სამთავრობო პროგრამას წარადგენენ.

კატერინე ტიკარაძეს განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის სექტორს კოვიდის მართვაში უდიდესი როლი აქვს.

მისი თქმით, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა ონლაინ კლინიკების პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ოჯახის ექიმების მიერ, ყოველდღიურად ხორციელდება კოვიდ პაციენტების დისტანციური მართვა. 

„პირველადი ჯანდაცვის სექტორის უდიდესი როლი აქვს კოვიდის მართვაში. მიმდინარე წლის 2 აპრილიდან ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა ონლაინ კლინიკების პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ოჯახის ექიმების მიერ, ყოველდღიურად ხორციელდება კოვიდ პაციენტების დისტანციური მართვა. თავდაპირველად პროცესში ჩართული იყო 25 ონლაინ კლინიკა.  დღეისათვის კლინიკების რაოდენობა 65-მდეა გაზრდილიდა. 2 აპრილიდან დღემდე ონლაინ კლინიკის ექიმების მიერ მოხდა 250 000-მდე ზარზე რეაგირება და შემდგომი მსვლელობის მიცემა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.