მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა დადასტურებულმა შემთხვევებმა, ჯამში, 1 188 487 ადამიანი შეადგინა. აქედან, მხოლოდ დღეს ინფიცირების 71 844 შემთხვევა გამოვლინდა.
დღეის მდგომარეობით, კორონავირუსისგან მსოფლიოში 64 103 ადამიანი გარდაიცვალა, მხოლოდ დღეს - 4 933.
რაც შეეხება COVID-19-ით ინფიცირებულების გამოჯანმრთელების სტატისტიკას, ბოლო მონაცემებით, მთლიანობაში, 244 448 პაციენტმა დაამარცხა ვირუსი.
ამ დროისთვის ინფიცირების აქტიური სტატუსი 879 936 ადამიანს აქვს, რომელთაგან 41 976-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
მსოფლიოში ინფიცირების მაჩვენებლით პირველ 5 ადგილს აშშ და ევროკავშირის 4 ქვეყანა იკავებს. COVID-19 ყველაზე მეტად გავრცელებულია ამერიკაში - 302 919 დადასტურებული ინფიცირება; აქედან დღეს 25 758 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. გარდაცვლილია 8 243 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა - 14 686;
ესპანეთში ინფიცირების 124 736 დადასტურებული შემთხვევაა; დღეს 5 537 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაცვლილია 11 744 ადამინი, ხოლო გამოჯანმრთელებულია - 34 219;
რაც შეეხება იტალიას, იქ, ჯამში, ინფიცირების 124 632 დადასტურებული შემთხვევაა; სტატისტიკას მხოლოდ დღეს 4 805 დაემატა. გარდაცვლილია 15 362, ხოლო გამოჯანმრთელებულია 20 996 ადამიანი;
გერმანიაში ინფიცირებულთა რაოდენობამ კი, ჯამში, 95 637-ს მიაღწია, აქედან დღეს 4 478 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილია 1 395, ხოლო გამოჯანმრთელდა 26 400 პაციენტი.
რაც შეეხება საფრანგეთს, აქ ინფიცირების 89 9453 შემთხვევაა დადასტურებული; დღეს დაფიქსირებული ახალი შემთხვევების რაოდენობა 7 778-ია. გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 7 560 ინფიცირებული შეადგინა, ხოლო კორონავირუსისგან 15 438 ადამიანი განიკურნა.