16.მაისი .2020 22:20

COVID-19-ის პირობებში ყველაზე მდგრადი და ყველაზე მოწყვლადი სექტორები - "თიბისი კაპიტალი"

views 592
უკან

უძრავი ქონების სექტორი და ავტო-ინდუსტრია - ეს ის სექტორებია, რომელიც „თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, კოვიდ-პანდემიის პირობებში ყველაზე მოწყვლადი აღმოჩნდა.

თიბისი კაპიტალის მიერ გაანალიზებული 14 ძირითადი სექტორიდან, შედარებით მდგრადობას FMCG, ფარმა და ტელეკომუნიკაციები ინარჩუნებს, ხოლო ტურიზმთან ერთად შედარებით მოწყვლადია უძრავი ქონების სექტორი და ავტო-ინდუსტრია.

„2019 წელთან შედარებით სასტუმროების შემოსავალში (დოლარი) 2020 წელს დაახლოებით,  85%-იანი, 2021 წელს დაახლოებით, 35%-იანი, ხოლო 2022 წელს დაახლოებით, 0-5%-იანი კლებაა მოსალოდნელი.

საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში COVID-19-მდე გადახურების ნიშნები ფიქსირდებოდა, ბინების ფასს გრძელვადიან პერსპექტივაში ზრდის პოტენციალი აქვს. 2020 წელს დეველოპმენტში გაყიდვების (დოლარი), დაახლოებით, 35%-ით კლებაა მოსალოდნელი.

კომერციული უძრავი ქონების სექტორში 2020 წელს, დაახლოებით, 25%-ით (დოლარი) კლებაა მოსალოდნელი“, - ნათქვამის „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა