მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVID-19-ის პრევენციისთვის მოთხოვნები 2 294-მა ობიექტმა ვერ დააკმაყოფილა - სტატისტიკა

5ed6536457682
დავით ჯალაღონია
03.06.20 10:15
994
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, რამდენად იცავენ სამუშაო ადგილებზე ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის რეკომენდაციებს ეკონომიკური სუბიექტები, ეს მონაცემები შრომის ინსპექციამ შეაგროვა, რომელმაც 2020 წლის 1 მაისიდან 22 მაისამდე 10,479 ობიექტი შეამოწმა. ინფორმაცია 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია მოცემული.

მთავრობის მიერ მომზადებული მოხსენების მიხედვით, რეკომენდაციები სრულად 3 589 ობიექტს აქვს შესრულებული, 2 294-მა ობიექტმა დადგენილი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, 4 596 - შემოწმებისთვის მზად არ აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ შემოწმების მიზნით ვებგვერდზე დარეგისტრირდნენ.

ამასთან, 2020 წლის 22 მაისის მონაცემებით, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებულია 19,977 ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი/მეწარმე სუბიექტი.

მთავრობის ინფორმაციითვე, შრომის უსაფრთხოების კუთხით მიღებული რეგულაციების პრაქტიკაში ეფექტიანი აღსრულების ფარგლებში, შრომის ინსპექტორთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა.