მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე - ვის შეუძლია ისარგებლოს ახალი სერვისით?

611ca6829bfe1
BM.GE
18.08.21 10:16
1228
იმ პირებს, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე ჩაუტარდებათ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცლებს.

უწყების ცნობით, ვაქცინაციის სერვისის ბინაზე მიღებისთვის მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე - 1522.

“ვაქცინის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინის მიხედვით გადიან”,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაცია 4 ვაქცინთ მიმდინარეობს: ასტრაზენეკა, ფაიზერი, სინოვაკი და სინოფარმი.