31.აგვისტო .2020 21:15

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა, სავარაუდოდ, საკმარისი არ იქნება – CNN

views 551
უკან

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა, სავარაუდოდ, საკმარისი არ იქნება. ამის შესახებ CNN-ი იმ კომპანიებზე დაყრდნობით წერს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი ვაქცინის წარმოებაში.

გამოცემის მიხედვით, ექვსი ფარმაცევტული კომპანია მუშაობს კორონავირუსის საწინაარმდეგო ვაქცინაზე, ამასთგან ორი – Moderna და Pfizer-ი კლინიკური ცდის მესამე ეტაპზე არიან, მათი განცხადებით, საცდელი აცრების დროს 30 000-მდე მოხალისეს ვაქცინის ორი დოზა დასჭირდა.

Moderna-ს შემთხვევაში, პირველ და მეორე აცრებს შორის ინტერვალი 28 დღე იყო, ხოლო Pfizer -ის შემთხვევაში – 21 დღე.

რაც შეეხება AstraZeneca-ს, კომპანია კლინიკური ცდის პირველ და მეორე ეტაპის შედეგებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ შუალედი პირველ და მეორე ვაქცინაციას შორის 28 დღე იყო. ამჟამად ფარმაცევტული კომპანია კლინიკური ცდის მესამე ეტაპზეა.

Novavax-იც კლინიკური ცდის მესამე ეტაპზეა, მაგრამ კომპანია აცხადებს, რომ პირველ და მეორე კლინიკურ ცდაზე ორი დოზის გამოყენება დასჭირდა, ანალოგიურ შედეგებზე აცხადებს Johnson & Johnson's-იც. რაც შეეხება Sanofi-ის, კომპანია ჯერ ცდების შედეგებს არ ასაჯაროებს.

როგორც ფარმაცევტული კომპანიები აცხადებენ, ვაქცინის ორი დოზა ბევრი დაავადებების დროს გამოიყენება, მათ შორის ბავშვების აცრების დროს, ასევე ჩუტყვავილასა და ჰეპატიტი A საწინააღმდეგო აცრის დროსაც.

CNN-ის მიხედვით, გამოკითხულ ამერიკელთა 40% აცხადებს, რომ ისინი ვაქცინას არ გაიკეთებენ.

სავარაუდოდ, სიტუაცია ამ მხრივ კიდევ უფრო გართულდება თუ ვაქცინის ორი დოზა გახდება აუცილებელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა