მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid-19-ის წინააღმდეგ "რემდესივირის"გამოყენებაზე კვლევამ კარგი შედეგი აჩვენა - ფაუჩი

5ea9bb9165744
თამთა ჯიჯავაძე
30.04.20 00:10
1422
თეთრი სახლის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ანტივირუსული პრეპარატის „რემდესივირის“ კორონავირუსის წინააღმდეგ გამოყენების შემოწმებამ საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა.

როგორც ფაუჩიმ განაცხადა, ამ პრეპარატის გამოყენების შედეგად გამოჯანმრთელების საშუალო დრო 11 დღე იყო, ხოლო პლაცებო ჯგუფში 15 დღე.

„რაც დამტკიცდა, ეს არის ის, რომ პრეპარატს შეუძლია ვირუსის დაბლოკვა“, – განაცხადა ფაუჩიმ.

აშშ–ის ჯანდაცვის სპეციალისტები „რემდესივირის“ გატესტვის სრულ შედეგებს მალე გამოაქვეყნებენ. შეგახსენებთ, „რემდესივირს“ კომპანია Gilead Sciences აწარმოებს.