მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

covid-19-ისგან გარდაცვლილი მე-20 პაციენტი აფხაზეთიდან იყო - მარინა ეზუგბაია

5f68525f9bd04
ინგა მურუსიძე
21.09.20 11:15
889
კორონავირუსისგან გარდაცვლილი მე-20 პაციენტი აფხაზეთიდან იყო, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე თქმით, პაციენტს გარდა ასაკისა, თანმდევი დაავადებები ჰქონდა, რის შედეგადაც, ქუთაისის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„მე-20 პაციენტი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი. სულ 4 პაციენტი მძიმე გადმოვიყვანეთ და კიდევ 3 მძიმე პაციენტი გვყავს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ტრადიციულ ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ახალდაინფიცირებულთა გეოგრაფიულ სტატისტიკაზეც ისაუბრა.

„193 ახალი შემთხვევიდან 92 არის აჭარიდან, 53- იმერეთიდან, 31- თბილისიდან, 8 - სამეგრელო ზემო სვანეთიდან, 7 - გურიიდან, 1- რაჭა-ლეჩხუმიდან და 1 - მცხეთა-მთიანეთიდან. covid-ცენტრებსა და კოვიდ სასტუროებში 2153 კოვიდ დადასტურებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 50% არის მხოლოდ კოვიდ-სტაციონარში მკურნალობაზე მყოფი. 16 კრიტიკულად მძიმე პაციენტია“, - განმარტა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, საქართველო კვლავ "მწვანე ზონაში" რჩება.