მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVID-19-ით დაინფიცირებულთა ბოლო სტატისტიკა საქართველოს მეზობელ ქვეყნებსა და მსოფლიოში

5e824bb8d7fb3
თამთა ჯიჯავაძე
30.03.20 23:37
3241
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების უკვე 770 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. დაიღუპა 36 900-ზე მეტი, ხოლო გამოჯანმრთელდა დაახლოებით 160 000 დაინფიცირებული.

ყველაზე დაზარალებული კვლავ აშშ-ი, იტალია, ესპანეთი და ჩინეთია.

მათგან, აშშ-ში დღეს დაინფიცირების 13 327 (საერთო ჯამში 156 818) შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 288 (საერთო ჯამში 2 871).

იტალიაში დღეს დაინფიცირების 5 050 (საერთო ჯამში 101 739) შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 812 (საერთო ჯამში 11 591).

ესპანეთში დღეს დაინფიცირების 5,085 (საერთო ჯამში 85,195) შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 537 (საერთო ჯამში 7,340).

ჩინეთში მხოლოდ დღეს დაინფიცირების 31 (საერთო ჯამში 81,470) შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 4 (საერთო ჯამში 3,304).

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, სომხეთში, დაინფიცირების 482 შემთხვევაა, მათგან მხოლოდ დღეს 58 შემთხვევა დადასტურდა. დაღუპულია 3 ადამიანი.

აზერბაიჯანში დაინფიცირებულია საერთო ჯამში 273 ადამიანი, მათ შორის დღეს 64 დადასტურდა, ხოლო დაღუპული 4 ადამიანი.

თურქეთში კი დღითიდღე მატულობს დაინფიცირებულთა რაოდენობა, ამ დრომდე უკვე 10 827 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის მხოლოდ დღეს 1 610. დაიღუპა მხოლოდ დღეს 37, ხოლო საერთო ჯამში 168 ადამიანი.

ხოლო რუსეთში 1836 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან დღეს 302 გამოვლინდა, დაღუპულია ჯამში 9 ადამიანი.