მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid 19-ით ინფიცირების 1 564 შემთხვევა გამოვლინდა, 693 პირმა კი ვირუსი დაამარცხა

609631ad2866f
ვიქტორია მღებრიშვილი
08.05.21 10:42
588
stopcov.ge-ის განახლებული კოვიდ-სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 27 384 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც კორონავირუსი 1 564 პირს დაუდასტურდა. ამ პერიოდში ვირუსი 693-მა მოქალაქემ დაამარცხა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა.

7 მაისის სრული კოვიდ-სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 320 830 , ბოლო 24 საათში - 1 564
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 299 500 , ბოლო 24 საათში - 693
მათ შორის გარდაცვლილი - 4 263 , ბოლო 24 საათში - 18
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 27 384, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 15 341, PCR ტესტით - 12 043;
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 5,71%, ბოლო 14 დღის - 5,84%, ბოლო 7 დღის - 6,71%
სულ აცრილია - 58 533, დღიურად აცრილია - 3 846
კარანტინის რეჟიმში - 69
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 284
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 788.