14.ივნისი .2020 00:22

COVID-19-ით მეთოთხმეტე გარდაცვლილი პაციენტი ეროვნული ბანკის თანამშრომელი იყო

views 2512
უკან

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილი მეთოთხმეტე პაციენტი საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი იყო. ეროვნული ბანკი მომხდართან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს უსამძიმრებს.

"გუშინ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით (COVID-19) ეროვნული ბანკის თანამშრომელი გარდაიცვალა.

ეროვნული ბანკი უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს,"-ნათქვამია განცხადებაში.

14 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 851-ს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 701-ს, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 14-ს შეადგენს.



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა