მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამინისტრო არის დაზარალებული მომხმარებელი, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა - ტიკარაძე

610ce8e03d7df
ინგა მურუსიძე
06.08.21 11:45
1821
ჯანდაცვის სამინისტრო არის დაზარალებული მომხმარებელი, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

საქმე ის არის, რომ რამდენიმე კვირის წინ, ვაქცინაციის პროგრამის დაწყებისას, ჯანდაცვის სამინისტროს რამდენიმე პორტალზე, მათ შორის ვაქცინაციის პორტალ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევა განხორციელდა. შესაბამისი ინფორმაცია თავად აღნიშნულმა უწყებებმა გაავრცელეს.

„ჯანდაცვის სამინისტრო არის დაზარალებული მომხმარებელი, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა. ჩვენ გამოძიებას ვერ დავიწყებთ, ვინაიდან ჩვენი კომპეტენცია არ არის, თუმცა მივმართეთ შესაბამის ორგანოს, რომელიც გამოიძიებს, თუ ვისგან და რატომ განხორციელდა ეს თავდასხმა“, - განაცხადა ტიკარაძემ.