მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

covid-19 საქართველოს 20 387 მოქალაქეს აქვს, 1 058 პაციენტი მძიმეა

5fc72f5d7a0a3
თელარა გელანტია
02.12.20 11:21
459
დღეის მდგომარეობით, საქართველოში covid-19 20 387 მოქალაქეს აქვს, მათ შორის, 6 397 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, კერძოდ, თბილისის საავადმყოფოებში - 2 806, აჭარაში - 999, იმერეთში - 1 241.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 058 პირი, მათ შორის, თბილისში - 507, აჭარაში - 154, იმერეთში - 223. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 466 პირი, მათგან თბილისში - 215, აჭარაში - 119, იმერეთში - 47.

3 798 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 272- თბილისში, 1 973 - აჭარაში, 291 - იმერეთში. 10 192 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 980 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 465, აჭარაში - 1 004, ხოლო იმერეთში - 31.

სულ 6 ოქტომბრიდან 1 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 19 641 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 765 ადამიანი, მათ შორის თბილისში-19 203 პირი, აჭარაში-11 505, იმერეთში-4 996“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

2 დეკემბრისთვის covid-19-ის ძირითადი სტატისტიკა ასე გამოიყურება:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 143376 , ბოლო 24 საათში - 4033
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 121621 , ბოლო 24 საათში - 4061
მათ შორის გარდაცვლილი - 1342 , ბოლო 24 საათში - 39
კარანტინის რეჟიმში - 1980
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6397
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3798.