02.მაისი .2020 00:00

Covid-19 საქართველოში - 1 მაისის სტატისტიკა

views 779
უკან

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 566 ფაქტია დადასტურებული. ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი ბოლო 24 საათში 23-ით გაიზარდა და 207 შეადგინა.

რაც შეეხება გარდაცვალების სტატისტიკას, Covid-19-მა საქართველოში 7 პაციენტი იმსხვერპლა, გარდაცვალების მეშვიდე ფაქტი 1 მაისს დაფიქსირდა. ის 83 წლის მამაკაცი იყო მძიმე ქრონიკული დაავადებით. პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

ამასთან, Stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კარანტინის რეჟიმში - 5025, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 540 პირი რჩება.