მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVID-19-სგან მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების სია ცნობილია - რომელ ადგილზეა საქართველო?

5edf2f627f6d0
ნათია თაქთაქიშვილი
09.06.20 16:05
25140
ანალიტიკურმა კომპანია London Deep Knowledge Group-მა (DKG) იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის ფონზე ამ ეტაპზე სტაბილურობას და უსაფრთხოებას ინარჩუნებენ. ამჯერად, პირველ ადგილს შვეიცარია იკავებს, მე-2 პოზიციას კი - გერმანია.

London Deep Knowledge Group-ის კვლევების მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ისრაელიც დასახელდა. როგორც კომპანია აღნიშნავს, ქვეყანა ყველაზე კარგად ახერხებს კრიზისების მართვას. ისრაელს მესამე ადგილი უკავია.

მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების TOP-10 ასე გამოიყურება:

1.შვეიცარია
2. გერმანია
3. ისრაელი
4. სინგაპური
5. იაპონია
6. ავსტრია
7. ჩინეთი
8. ავსტრალია
9. ახალი ზელანდია
10. სამხრეთ კორეა

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანას რეიტინგში 39-ე პოზიცია უკავია და წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა კვიპროსი, ჩეხეთი, მონტენეგრო, ესპანეთი და აშშ.