05.სექტემბერი .2020 00:00

COVID-19-სგან ყველაზე უსაფრთხო 100 ქვეყანა – რომელ ადგილზეა საქართველო

views 2013
უკან

COVID-19-სგან 100 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანას შორის საქართველო მე-40-ე ადგილს იკავებს, ბელგიასა (39) და საბერძნეთს (41) შორის. კოვიდ-19-ისგან ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა კი გერმანიაა. ამის შესახებ Forbes-ი The Deep Knowledge-ზე დაყრდნობით წერს.

რეიტინგში გერმანიას ახალი ზელანდია და სამხრეთ კორეა მოჰყვება. შვეიცარია, რომელიც ადრე პირველ ადგილს იკავებდა, ახლა მეოთხე ადგილზეა. იაპონია მეხუთეზეა, ავსტრალია და ჩინეთი კი მეექვსე და მეშვიდე. 

ყველაზე საფრთხიან ქვეყნებად მიიჩნევა სამხრეთ სუდანი, ავღანეთი, სომალილენდი და მალი.

აღსანიშნავია, რომ  The Deep Knowledge-მა მსგავსი რეიტინგი თავდაპირველად ივნისის თვეში გამოაქვეყნა. რეიტინგი შედგენილია არა იმის მიხედვით, თუ რამდენი ინფიცირებულია ქვეყანაში, ან რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ვირუსს, არამედ რამდენიმე ფაქტორის, მათ შორის სამედიცინო, ეკონომიკური და პოლიტიკური ასპექტებიდან გამომდინარე. 

The Deep Knowledge-ის მიერ შედგენილი 100 ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის სრული სია კი შემდეგნაირია:

1. გერმანია
2. ახალი ზელანდია
3. სამხრეთ კორეა
4. შვეიცარია
5. იაპონია
6. ავსტრალია
7. ჩინეთი
8. ავსტრია
9. არაბთა გაერთიანებული საამიროები
10. სინგაპური
11. ისრაელი
12. კანადა
13. საუდის არაბეთი
14.ისლანდია
15.ტაივანი
16.ნორვეგია
17.ლიხტენშტეინი
18.ჰონგ-კონგი
19.ფინეთი
20.კუვეითი
21.დანია
22.მონაკო
23.ლუქსემბურგი
24.ბაჰრეინი
25.უნგრეთი
26.ნიდერლანდები
27.ყატარი
28.კვიპროსი
29.ომანი
30.ანდორა
31.დიდი ბრიტანეთი
32.ვიეტნამი
33.ესტონეთი
34.ლატვია
35.ირლანდია
36.თურქეთი
37.პოლონეთი
38.სან მარინო
39.ბელგია
40.საქართველო
41.საბერძნეთი
42.ლიტვა
43.იტალია
44.მალტა
45.რუსეთი
46.მალაზია
47.სლოვაკეთი
48.ურუგვაი
49.შვედეთი
50.ბრუნეი
51. სკოლვაკეთი
52.ესპანეთი
53.ჩეხეთი
54. საფრანგეთი
55. ამერიკის შეერთებული შტატები
56.ხორვატია
57.ტუნისი
58.არგენტინა
59.აზერბაიჯანი
60.ტაილანდი
61.გრენლანდია
62.პორტუგალია
63.მალდივის კუნძულები
64.უკრაინა
65.ჩილე
66.ბრაზილია
67.ბელორუსი
68.ბარბადოსი
69.რუანდა
70.ალბანეთი
71.კუბა
72.ბაჰამის კუნძულები
73.სომხეთი
74.რუმინეთი
75.სეიშელის კუნძულები
76.მავრიკი
77.ბულგარეთი
78.მექსიკა
79.ინდონეზია
80.ინდოეთი
81.პარაგვაი
82.პერუ
83.მონტენეგრო
84.მაკაო
85.ვენესუელა
86.ყაზახეთი
87.კოსტა-რიკა
88.ტრინიდადი და ტობაკო
89.იორდანია
90.დომინიკის რესპუბლიკა
91.გიბრალტარი
92.შრი-ლანკა
93.ნიგერია
94.მონღოლეთი
95.ეკვატორული გვინეა
96.სამხრეთ აფრიკა
97.მოლდოვა
98.გრენადა
99.სერბეთი
100.კოლუმბია