ამ ვირუსს აქვს კლასტერული გავრცელება, შესაბამისად არის რაღაც მათემატიკური კავშირი შესაძლო კონტაქტების რაოდენობასა და ინფექციის გადადებას შორის, – ამის შესახებ საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ პრეზიდენტმა გიორგი გოცაძემ Forbes Talks-ის ფორმატში გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში ისაუბრა. მან სილამაზის სალონები მაგალითად მოიყვანა და განაცხადა, რომ არ ესმის თუ რატომ იხსნება მსგავსი ბიზნეს სუბიექტები ეკონომიკის გახსნის მეექვსე ეტაპზე.
„მე მაგალითად ვიცი, რომ ძალიან ბევრი სილამაზის სალონი არის საქართველოში, სადაც 1-2 ადამიანი მუშაობს, რომელსაც შეუძლია მაქსიმუმ 6 კლიენტს მოემსახუროს დღის განმავლობაში. მათემატიკურად შეგიძლია გათვალო, რომ ეს რომ გახსნა, ალბათობის თეორიით შეგიძლია თქვა, რამდენი პაციენტი შეიძლება მიიღო. ეს არის მათი საარსებო წყარო. მე არ მესმის რატომ ვხსნით მეექვსე ეტაპზე. ეპიდემიოლოგიური სუბსტრატი თუ ლოგიკა რა არის ამის უკან, რომ ასეთი სალონები იხსნება ბოლოს.. რატომ არ შეგვეძლო გვეთქვა რომ 4–5–6 კვადრატულ სალონზე, გახსენი, და იმუშავე და შენი ლუკმაპურის ფული იშოვე“, – აღნიშნა გიორგი გოცაძემ.
მისივე მოსაზრებით, გარკვეული ღონისძიებები ეპიდემიის წინააღმდეგ არ არის გამართლებული.
„მე არ ვარ ეპიდემიოლოგი, მაგრამ რაღაცას რომ შეხედო საღი აზრით, არ ამართლებს... მაგალითად, საქართველოში არის რიგი სოფლები და რაიონები, სადაც 400-500 ადამიანზე მეტი არ ცხოვრობს. რეალურად იმ სოფლების კარანტინში ჩაკეტვა, რა იმხელა საფრთხეს წარმოადგენს, რომ ჩვენ ხარჯს ვიღებთ.. საფრთხეს წარმოადგენს დიდი რაოდენობა ხანდაზმულებისა, რომელთა კარანტინში გადაყვანა შეიძლება უფრო იაფი დაგვიჯდეს, ვიდრე იმ მთელი სოფლის ან უბნის ჩაკეტვა. ეს ჩემი აზრია, მე არ ვამტკიცებ, რომ ეს სწორი აზრია. მე რომ ვიყო ამ განზომილებით ვიმსჯელებდი.
გაჭირვებული ქვეყნისთვის ეს არის ხარჯი, ეს ხარჯი გაიღება. და რამდენად ეფექტურია ამ ხარჯის გაღება. გინდა თუ არა რომ ხარჯი გაიღო ამ ღონისძიებებზე, თუ ჯობია რომ ხარჯი კარანტინზე გაიღო. კარანტინზე შეგაქვს ეკონომიკური უკუგება, გაჩერებულ სასტუმროში შეგყავს ადამიანი, და იმ სასტუმროს მეპატრონეს 2–3 კაპიკი შემოსავალი აქვს. ეს თანხა ხომ მაინც იხარჯება“, – აღნიშნა „კურაციოს“ პრეზიდენტმა Forbes Talks-ში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა