მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVID-19-თან დაკავშირებული ცრუ ინფორმაციის გამო, ასობით ადამიანი გარდაიცვალა

5f3523356e58f
ნათია თაქთაქიშვილი
13.08.20 15:40
2533
ბოლო კვლევები ცხადყოფს, რომ მინიმუმ 800 ადამიანი გარდაიცვალა მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაციის გამო. ამის შესახებ BBC-ი წერს.

კვლევაში, რომელიც ამერიკულმა ჟურნალ Tropical Medicine and Hygiene-ში გამოქვეყნდა, აღნიშნულია რომ დაახლოებით 5,800 ადამიანი მოხვდა საავადმყოფოში სწორედ სოციალურ ქსელში გავრცელებული კორონავირუსთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაციის გამო.

გამოცემის მიხედვით, ბევრი გარდაიცვალა მეთანოლის ან ალკოჰოლზე დაფუძნებული სადეზინფექციო საშუალებების დალევის შედეგად, რადგან მათ დაიჯერეს, რომ პროდუქტები ვირუსის სამკურნალო საშუალებაა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგნიზაცია (WHO) აცხადებს, რომ ცრუ ინფორმაცია კორონავირუსთან დაკავშირებით ისევე სწრაფად ვრცელდება, როგორც თავად ვირუსი, რომელიც იქმნება კონსპირაციული თეორიებით, ჭორებით და კულტურული სტიგმებით.

როგორც გამოცემა წერს, კონსპირაციული შეთქმულების ნაწილი შეიძლება გახდეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაც. ვაქცინის მოწინააღმდეგეები სავარაუდოდ აქტიურად გამოიყენებენ სოციალურ მედიას და აგიტაციას გაუწევენ ხალხს იმასთან დაკავშირებით, რომ აცრის გაკეთება აუცილებლობას არ წარმოადგენს. შესაბამისად, აუცილებელია სოციალურ მედიაში აქტიურად მოხდეს, შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გამიჯვნა სწორი ინფორმაციისგან.