მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVID-19-ზე საქართველოში ამჟამად 2 643 ადამიანი მკურნალობს

5f6ccccadd2c8
თამთა ჯიჯავაძე
24.09.20 23:43
803
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკის მიხედვით, 24 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 643 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. მათგან კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს 563 პაციენტი.

ამ დროისთვის COVID-19 სულ 1 705 პაციენტმა დაამარცხა, რაც ინფიცირებულების 39%-ია.

გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული სტატისტიკის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსზე სულ 587 259 ტესტია ჩატარებული. პირველადად ტესტირებულთა (PCR ტესტი) რაოდენობა კი 581 532-ია.

NCDC-ის ინფორმაციითვე, მილიონ მოსახლეზე PCR ტესტირებულთა რაოდენობა 157 997-ია.

24 სექტემბრის მონაცემებით, საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსის 4 399 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა 26 პაციენტი იმსხვერპლა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5 584 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 მოქალაქე, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.