27.აპრილი .2020 11:15

COVID-19-ზე სტატისტიკური მონაცემები აბსოლუტურად სწორია - ეზუგბაია კრიტიკას პასუხობს

views 308
უკან

სტატისტიკური მონაცემები გაყალბებული არ არის, ერთად გვიხაროდეს ეს გამარჯვება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

"მე გამოვხატე ჩემი სურვილი, რომ ქვეყანას თუ არ დასჭირდება განმეორებითი და ხშირი აგრესიული ტესტირება, დაავადების გავრცელება იქნება ისევ ზომიერი და კონტროლირებადი - მე განმარტება გავაკეთე ამ მოცემულობასთან მიმართებაში. პირველი შემთხვევა, რასაც ჰქვია იმპორტირებული შემთხვევები, ჩვენს ცენტრში მოვიდნენ 1 თებერვალს. მას შემდეგ ჩვენ ყველანი ერთად ვართ. ამ დროიდან დაიწყო ბრძოლა პრობლემის წინააღმდეგ, სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამისი სამსახურებით, დაავადებათა კონტროლი და ჩვენი ცენტრი ეწეოდა ერთობლივად მუშაობას. პირველი შეკავების ეტაპი შესაშური შედეგებით დამთავრდა და სტატისტიკური მონაცემები იყო საკმაოდ დაბალი. რატომღაც იქმნება ეჭვები, რომ ეს სტატისტიკური მონაცემები გაყალბებულია და ეს ასე არ არის, რადგან გაყალბება ვერაფრით შეაჩერებს იმ პროცესებს,
რასაც ჰქვია კოვიდით დაავადებული პაციენტების მკვეთრი მატება", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მან მაგალითად ევროპის ქვეყნები და იქ შექმნილი ვითარება მოიყვანა.

"შევხედოთ ევროპის ქვეყნებს. როცა დაგვეწყო შიდა გავრცელება, რაც ძალიან რთული მოსაგვარებელი იყო, სახელმწიფომ სწორი, ადეკვატური ნაბიჯები გადადგა, მოქალაქეთა პასუხისმგებლობაც თანაბარზომიერად მიყვებოდა ამ სიტუაციას და ჩვენთან ერთად ჩართულნი არის ამ დაავადებასთან მართვასა და მკურნალობაში კიდევ 9 "კოვიდ 19-ის" მართვის ცენტრები. გავრცელება გრძელდება კონტროლირებადი, ზომიერი ტემპებით, ეს სტატისტიკა არის აბოლუტურად სწორი. რატომ უჩნდებათ კითხვები არ მესმის ტელეჟურნალისტების ნაწილს. ეს სტატისტიკა არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, შესაშური სტატისტიკური მონაცემები გვაქვს, რომელიც დადო ქვეყანამ. ეს ერთად უნდა გვიხაროდეს ყველას. ძალიან გთხოვთ, ერთად გვიხაროდეს", - განაცხადა ეზუგბაიამ.

ექიმმა თქვა, რომ აგრესიული ტესტირება სხვა რამეა და მიზნობრივი, მასშტაბურ ჯგუფებში ფართომასშტაბიანი ტესტირება - სხვა. ეზუგბაია განმარტავს, რომ მიზნობრივი, გაფართოებული ტესტირებები ტარდება, მაგრამ მიუხედავად ასეთი მრავლობითი აგრესიული ტესტირებისა, რომ 25 შემთხვევა გამოვლინდება, ეს არის ძალიან ცოტა და ეს დიდი ბედნიერებაა.

"ეს შედეგი ნიშნავს, რომ ქვეყანა გამარჯვებულია", - განაცხადა ეზუგაბაიამ.

რაც შეეხება პიკს, ეზუგბაია ამბობს, რომ პიკი მოსალდნელია შიდა გავრცელების გამოცხადებიდან 6-7 კვირის შემდეგ. მისივე თქმით, ალბათ საქართველო შემოდგომამდე დაცულად მივა და შემდეგ უკვე საერთო ვითარებას გააჩნია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა