მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVID-19–ის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება

6204f32f49b40
ინგა მურუსიძე
10.02.22 15:09
2046
COVID-19-ით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება.

კერძოდ, სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, კარანტინის ვადა 8 დღიდან 5 დღემდე შემცირდა და ცვლილება ეხება ადამიანებს, ვინც დასაქმებულია სამედიცინო დაწესებულებებში; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში; შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების სისტემებში; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში; საქართველოს პროკურატურის სისტემაში; ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში;

ჯანდაცვის სმაინისტროში განმარტავენ, COVID-19-ის ასიმპტომური და მსუბუქი მიმდინარეობისას, აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, პერსონალის დეფიციტის შემთხვევაში, დამსაქმებლის მითითების გათვალისწინებით, იზოლაცია სრულდება ინფიცირების დადასტურებიდან მე-6 დღეს. იზოლაციის დასრულებისთვის აუცილებელია სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი. ამასთან სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის გამოყენება.

რაც შეეხება ყველა სხვა ასიმპტომური ან მსუბუქი პაციენტებს - მათი იზოლაცია სრულდება Covid-19-ის დადასტურებიდან 7 კალენდარული დღის შემდეგ, ნაცვლად 8 დღისა. ამ შემთხვევაში, არ არის საჭირო ტესტის უარყოფითი პასუხი. ამასთან მსუბუქი სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი. იზოლაციის დასრულებიდან 5 დღე ნიღბის ტარება კვლავ მკაცრად რეკომენდირებულია.

საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა რჩება უცვლელი და განისაზღვრება დამადასტურებელი სინჯის აღებიდან მინიმუმ 10 კალენდარული დღით. სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესებული დინამიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად რეკომენდირებულია ნიღბის გამოყენება.
იზოლაციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ჯანმთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იღებს მისი ოჯახის ექიმი.

კარანტინის ვადები მცირდება COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტირებული, არავაქცინირებული და არასრულად ვაქცინირებული პირებისთვისაც. ამ შემთხვევაში, კარანტინის ვადა 8 დღის ნაცვლად განისაზღვრება 5 დღით. ამასთან ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მომდევნო 6-12 დღის ფარგლებში. იგივე ვრცელდება, ბუსტერ დოზის არმქონე პირებისთვის, თუ ვაქცინის მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 90 დღეზე მეტი. ასევე კარანტინის აღნიშნული წესები ვრცელდება პირებზე, ვისაც კოვიდის ინფექციის გადატანიდან გაუვიდა 60 დღიანი პერიოდი.

შეგახსენებთ რომ, კარანტინს არ ექვემდებარებიან, თუმცა ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 დღე:

• ბუსტერ დოზით ვაქცინირებულ პირებს;
• სრულად ვაქცინირებულ პირებს, ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 14-90 დღის განმავლობაში;
• ასევე პირებს, კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში;

იზოლაციის და კარანტინის განახლებული ვადები 10 თებერვლამდე ინფიცირებული და კონტაქტირებული პირებისთვისაც მოქმედებს.