მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სამწუხაროა, თუმცა ტრაგედია ნამდვილად არ არის”- მაია ბითაძე ENKA-სთან კონტრაქტის მოშლაზე

6151da2fe39b9
ანა ჯოხაძე
27.09.21 18:54
885
“სამწუხაროა, თუმცა ტრაგედია ნამდვილად არ არის”-ასევ აფასებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავჯდომარე მაია ბითაძე ნამახვანჰესის ინვესტორ კომპანია "ენკას" გადაწყვეტილებას ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებით.

როგორც ბითაძე ამბობს, რთულია, როცა ინვესტორი რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს ხარჯავს მოსახლეობის ინტერესების დაკმაყოფილებაში, შემდეგ კი პროექტის განხორცილებისას წინააღმდეგობებს აწყდება. მისი განმარტებით, აღნიშნული ფაქტი სამწუხაროა, თუმცა ტრაგედია არ არის, რადგან სახელმწიფო ენერგეტიკული განვითარების სტრატეგიაზე მუშაობს, რომლის დამტკიცების შემდეგ ქვეყანაში ისეთი გარემო შეიქმნება, სადაც არც ინვესტორს და არც საზოგადოებას პროექტებთან მიმართებით კითხვები არ ექნება.

“სამწუხაროა, ნამდვილად... უნდა გავიაზროთ ყველამ - მთავრობამ, ოპოზიაციამ და მოსახლეობამ, რომ ენერგოდამოუკიდებლობა, ისევე როგორც ბუნებრივი ლანდშაპტის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობამ ამ საკითხზე დიდი ხანია იზრუნა, მათ შორის განახლებადი ენერგიის წყაროებით. სამწუხაროა (ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანიის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტის მოშლის შესახებ), თუმცა ტრაგედია ნამდვილად არ არის, რადგან სახელწიფოს აქვს ენერგეტიკული განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა დაწყებული. რეალურად ამ ახალი სტრატეგიის მიღების შემდგომ ჩვენ გვექნება ისეთი გარემო, რომ არც ბიზნესს და არც საზოგადოებას კითხვები აღარ გაუჩნდება”-აცხადებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავჯდომარე მაია ბითაძე.

ბითაძე საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელობას უსვამს ხაზს და განმარტავს, რომ  დილეტანტების განსახილველი არ უნდა იყოს ის, თუ რა ჯობია ქვეყნისთვის.

“ყველა ერთად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენს ქვეყანას ნაკლები ზიანი მივაყენოთ. არ შეიძლება აღნიშნული საკითხების პოლიტიკურად გამოყენება. მათ შორის არ შეიძლება ისეთი მითების მოგონება, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის იქნება მიწოდებული. ყოველთვის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, საქართველო იქნება ეს თუ სხვა ქვეყანა, მსხვერპლს მითხოვს. თუმცა იმის მიზანშეწონილობის შეფასება, მცირე ჰესები უფრო კარგია, თუ რამდენიმე მსხვილი ჰესი, ეს არ არის დილეტანტების განხილვის საგანი”-ამბობს მაია ბითაძე.